სასწავლო პროექტი


,,ვწერთ მრავალნიშნა  რიცხვებს“

პროექტის აქტუალობა:  პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერასა და ამოცნობას. მოსწავლეები შეძლებენ მოქმედებებს მრავალნიშნა რიცხვებზე.

პროექტის მიზნები: მრავალნიშნა  რიცხვების ჩაწერა.მოქმედებები მრავალნიშნა რიცხვებზე. რიცხვების სწორად წაკითხვა. მონაცემთა სქემის სახით გამოსახვა.

მოსწავლეთა ასაკი:  9 წელი

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ რიცხვების სწორად ჩაწერას. მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულებას. რიცხვების სწორად წაკითხვას. ააგებენ რეალური ვითარების ადეკვატურ შესაბამისობას და სქემის მიხედვით გამოსახავენ მას. 

პროექტისთვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფურცელი, მარკერი, კომპიუტერი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა:
I დღე:
აქტივობა 1 – ბავშვებთან ერთად ვარჩევ პროექტის თემას.
აქტივობა 2–კლასს ვყოფ პატარა ჯგუფებად და ვაძლევ შესაბამისს დავალებას.
ჯგუფი I - გაარკვიონ სხვადასხვა ავტომობილის მრიცხველთა თანრიგთა ოდენობა. რომელი ავტომობილის მრიცხველის თანრიგია უფრო დიდი  და რატომ?
ჯგუფი  II - გაარკვიონ სხვადასხვა მოდელის ავტომობილის ღირებულება. რომელი უფრო ძვირი ღირს და რატომ?
სამუშაოდ  ეძლევათ 5 დღე
ორივე ჯგუფს ევალება მონაცემები წარმიადგინონ სვეტოვანი დიაგრამის სახით
VI დღე:
აქტივობა III -ჯგუფები აკეთებენ მოძიებული მასალის პრეზენტაციას
აქტივობა IV-პროექრის შეფასება. ჯგუფები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევარს ხდება აზრთა გაცვლა–გამოცვლა.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან  კავშირი  
მათ. IV. 2. სხვადასხვა  ხერხით  ასრულებს  ნატურალურ  რიცხვებზე  შეკრება–გამოკლების მექმედებებს  და  აფასებს  მოქმედებათა 
შედეგს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
*ზეპირად ასრულებს შეკრება–გამოკლების მოქმედებებს რომელიმე ხერხის გამიყენებით და ხსნის გამოყენებულ ხერხს.
*ასრულებს შეკრება–გამოკლებას სხვადასხვა ხერხის (შეფასება, ზეპირი ანგარიში, წერითი ალგორითმები) გამოყენებით, კონკრეტული მაგალითისათვის ირჩევს მათგან უფრო ხელსაყრელს.
*ადარებს გამოთვლების შედეგებს მის მიერვე წინასწარ  შეფასებით მიღებულ პასუხს და მსჯელობს გამოღვლების შედეგის მართებულობის შესახებ.
*ავსებს წერითი ალგორითმის გამოყენებით შესრულებული შეკრების/გამოკლების ნიმუშში გამოტოვებულ  ციფრებს და ასაბუთებს პასუხს.

პროექტის ხელმძღვანელი:  მაია შელიავა.

ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა: maiasheliava@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий