,,ვწერთ მრავალნიშნა რიცხვებს“
პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერასა და ამოცნობას. მოსწავლეები შეძლებენ მოქმედებებს მრავალნიშნა რიცხვებზე.
პროექტის მიზნები: მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერა.მოქმედებები მრავალნიშნა რიცხვებზე. რიცხვების სწორად წაკითხვა. მონაცემთა სქემის სახით გამოსახვა.
მოსწავლეთა ასაკი: 9 წელი
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ რიცხვების სწორად ჩაწერას. მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულებას. რიცხვების სწორად წაკითხვას. ააგებენ რეალური ვითარების ადეკვატურ შესაბამისობას და სქემის მიხედვით გამოსახავენ მას.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფურცელი, მარკერი, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
I დღე:
აქტივობა 1 – ბავშვებთან ერთად ვარჩევ პროექტის თემას.
აქტივობა 2–კლასს ვყოფ პატარა ჯგუფებად და ვაძლევ შესაბამისს დავალებას.
ჯგუფი I - გაარკვიონ სხვადასხვა ავტომობილის მრიცხველთა თანრიგთა ოდენობა. რომელი ავტომობილის მრიცხველის თანრიგია უფრო დიდი და რატომ?
ჯგუფი II - გაარკვიონ სხვადასხვა მოდელის ავტომობილის ღირებულება. რომელი უფრო ძვირი ღირს და რატომ?
სამუშაოდ ეძლევათ 5 დღე
ორივე ჯგუფს ევალება მონაცემები წარმიადგინონ სვეტოვანი დიაგრამის სახით
VI დღე:
აქტივობა III -ჯგუფები აკეთებენ მოძიებული მასალის პრეზენტაციას
აქტივობა IV-პროექრის შეფასება. ჯგუფები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევარს ხდება აზრთა გაცვლა–გამოცვლა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
მათ. IV. 2. სხვადასხვა ხერხით ასრულებს ნატურალურ რიცხვებზე შეკრება–გამოკლების მექმედებებს და აფასებს მოქმედებათა
შედეგს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
*ზეპირად ასრულებს შეკრება–გამოკლების მოქმედებებს რომელიმე ხერხის გამიყენებით და ხსნის გამოყენებულ ხერხს.
*ასრულებს შეკრება–გამოკლებას სხვადასხვა ხერხის (შეფასება, ზეპირი ანგარიში, წერითი ალგორითმები) გამოყენებით, კონკრეტული მაგალითისათვის ირჩევს მათგან უფრო ხელსაყრელს.
*ადარებს გამოთვლების შედეგებს მის მიერვე წინასწარ შეფასებით მიღებულ პასუხს და მსჯელობს გამოღვლების შედეგის მართებულობის შესახებ.
*ავსებს წერითი ალგორითმის გამოყენებით შესრულებული შეკრების/გამოკლების ნიმუშში გამოტოვებულ ციფრებს და ასაბუთებს პასუხს.
პროექტის ხელმძღვანელი: მაია შელიავა.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: maiasheliava@gmail.com